ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი, როდესაც საკრებულოში მივედი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადება, რომელიც ჰესის მშენებლობას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან რაიმე სახის განცხადება არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. არც ჩემთვისაა ეს საინტერესო. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი, როდესაც საკრებულოში მივედი. ბოტანიკური ბაღი და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რაიმე ტიპის შემზღუდავ, ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას იქ ადგილი არ ექნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანების განცხადებები, არ მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს”
2016/06/08 12:38:14

ნანახია: 1708 ჯერ