ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის და ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურები წარედგინა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტმა 14 დღის განმავლობაში, 3 წლის ვადით უნდა აირჩიოს. პარლამენტის დღის წესრიგში თამარ ქალდანის მიერ მომზადებული ანგარიშის მოსმენის საკითხიც დგას.
კომენტარები