წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია დაჭრეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ დანაშაულში ბრალდებული პირის ადგილსამყოფელი დაადგინეს, მის დასაკავებლად მისულებს კი თემურ გ.-მ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც წყალტუბოს პოლიციის უფროსი დაიჭრა.
საპასუხო სროლისას ასევე დაჭრილია ბრალდებული თემურ გ.
ამ დროისთვის ორივე დაჭრილი გადაყვანია საავადმყოფოში.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები