უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი რუსეთის მოქალაქეობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ‘ტვიტერში’ გამოეხმაურა.
“ზოგიერთებისგან განსხვავებით, პასპორტის და სიცრუის კოლექციას არ ვაგროვებ. ჩემი სამშობლო იყო, არის და იქნება უკრაინა და მის დატოვებას არ ვაპირებ. ნებისმიერ პირობებში”,– წერს კლიმკინი.
სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინს რუსული პასპორტი აქვს და უკრაინულად მასზე უარესად ლაპარაკობს.
“კლიმკინი ეთნიკურად უკრაინელი არ არის, რუსია.დაბადა რუსეთში”,-თქვა სააკაშვილმა.ამასთან დაკავშირებით მან უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მოუწოდა უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვას კლიმკინს.
კომენტარები