თბილისის მერის განცხადებით ისევე როგორც ყველა ადამიანს მასაც აქვს სუსტი მხარე, რომელიც მისი თქმით არის ის, რომ ზედმეტად მიმნდობია და მიიჩნევს, რომ თუ ადამიანს გვერდით დაიყენა მას უნდა ენდოს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ საზ. მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ბუნებაში არ არსებობს პიროვნება, რომელსაც არ ექნება სუსტი მხარე. ამ მხრივ გამონაკლისი მეც ვერ ვიქნებოდი. ჩემს სუსტ მხარედ მე დავასახელებდი იმ თვისებას, რომ ალბათ ზედმეტად მიმნდობი ვარ – როცა ადამიანს გვერდით დავიყენებ ან ხელს ჩამოვართმევ მიმაჩნია, რომ მას უნდა ვენდო, თუმცა სამწუხაროდ ამ ნდობას ყველა არ ამართლებს, ან ვერ ამართლებს.”– განაცხადა დავით ნარმანიამ
კომენტარები