ისრაელის ხელისუფლებამ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის განმავლობაში ქვეყანაში შესვლა 83 ათას პალესტინელს აუკრძალეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ისრაელმა აღნიშნულ ზომებს მას შემდეგ მიმართა, რაც თელ-ავივში ორი პალესტინელის მიერ ცეცხლის გახსნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ღაზის სექტორიდან და იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან პალესტინელებს ეკრძალებათ ისრაელში ნათესავებთან სტუმრობა, ასევე იერუსალიმში რელიგიურ ცერემონიალებზე დასწრება და თელ-ავივის აეროპორტით სარგებლობა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ ჰუმანიტარული და სამედიცინო მიზნებით შეძლებენ.
კომენტარები