ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა 22 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ერაყის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთი აფეთქება კომერციულ რაიონში, მეორე კი სამხედრო ბლოკპოსტთან მოხდა.
ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ალ-ჯადეედას რაიონში, სადაც სავაჭრო დაწესებულებებია განთავსებული, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში, ტაჯის ბლოკპოსტის ტერიტორიაზე კი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც შვიდი სამხედრო დაიღუპა.
კომენტარები