ნიკა გვარამიას არ მივიჩნევ სერიოზულ პერსონაჟად, მაგრამ თუკი ჩემი იუსტიციის მინისტრობით არის უბედური, ეს მე მხოლოდ გამიხარდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ხელისუფლებამ კანონის ძალით ააშენა ის პროგრესული პროცესი, რომელიც გაგრძელდება, რაც გვარამიას გუნდის მმართველობის შემთხვევაში ვერ გახდა შესაძლებელი.
„ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში შევქმენით 180-ზე მეტი კანონი და რეალურად კანონის ძალით ვაშენეთ ის პროგრესული პროცესი, რომელიც გაგრძელდება, რაც გვარამიას გუნდის 9 წლის მმართველობის შემთხვევაში ვერ გახდა შესაძლებელი. ეს არ არის 90-იანი წლების ხელისუფლება, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, კანონებით პოლიტიკურ სტაბილურობას ამ ქვეყანაში. ეს ხელისუფლება, ეს მთავრობა, რაც არ უნდა იყოს მათი დიდი სურვილი, არ ჩამოიშლება. უფრო მეტიც, ჩვენ ჩავატარებთ სამაგალითოდ გამჭვირვალე არჩევნებს, რომელშიც ნიკა გვარამიას პარტიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიასაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა და ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს ან არ დარჩეს ხელისუფლებაში”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
“თუკი ნიკა გვარამია ჩემი იუსტიციის მინისტრობით არის უბედური, ეს მხოლოდ გამიხარდება”
2016/06/10 10:49:47
კომენტარები
ნანახია: 2313 ჯერ