ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ მათ მოიგეს ომის ერთი ეტაპი, მაგრამ ომი რუსთავი 2-ის სასარგებლოდ დასრულდება, რადგან მის მხარეს სიმართლეა:
„დღეს ქართულმა სასამართლომ თავის რეალური სახე დაანახა საზოგადოებას. ის დრამატული სერიალი, რომელიც გადაიცემოდა რუსთავი 2-ის ეთერში,დღეს დასრულდა ისე, როგორც ხელისუფლებას უნდოდა. მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად ხელისუფლებას, ეს ბრძოლის ეტაპებია. თქვენ შეიძლება ამ ბრძოლის ეტაპში დღეს გამარჯვება მოიპოვეთ, მაგრამ გარწუმებთ, ომი ჯერ არ დასრულება, და ამ ომს აუცილებალად მოიგებს რუსთავი 2“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კომენტარები