ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ვმუშაობთ ისე, როგორც საჭიროდ ვთვლით. არაფერი განსაკუთრებული და ჩვენთვის მოულოდნელი არ მომხდარა. მეტიც, უარესსაც ველოდით (რას, არ დავწერ. არ დავეხმარები ჭკუასუსტ წულუკიანს და ზონდერ სასამართლოს).
ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვამზადებთ საკასაციო საჩივარს.
არჩევნები ჩატარდება რ2თან ერთად. ისეთთან, როგორიც დღესაა.
გმადლობთ ყურადღებისთვის ?
ps ნატა ნაზღაიძეს ტყუილად გონია, რომ გამოსაცდელი ვადა რომ ამოეწურება ნოემბერში, უვადოდ დანიშნავენ. სხვა ხალხი იქნება მაგ დროს ყველგან, და მადლობას დანიშვნით კი არ გადაუხდიან, პროკურატურაში დაკითხვით :))”
კომენტარები