გიორგი კვირიკაშვილი 15 ივნისს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 15-16 ივნისს გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორისაა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ვიზალიბერალიზაციის საკითხი. შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
კომენტარები