ქართული სამხედრო შენაერთის საერთაშორისო სწავლებაზე წაუსვლელობის მიზეზების შესახებ პრეზიდენტი, უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დეტალურ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
„ჩვენ გვურს, თქვენი ყურადღება შევაჩეროთ პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაზე, სადაც მონაწილოება უნდა მიეღო ქართულ ქვედანაყოფს. სწავლება “ანაკონდა 2016“-ში, ნატო-ს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს, რაც არ მოხერხდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვერთნები, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. წვერთნები ჩატარდა ვარშავაში – იქ, სადაც უნდა გაიმრთოს ნატო-ს სამიტი. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ქართული ასეულის ამ წვრთნებში მონაწილეობა”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.