ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ბალტიის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოწოდებები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ეს არის ის საკითხი, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ამან გარკვეული დისონანსი შემოიტანა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.
„ჩვენთვის პარტნიორებთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხანდახან პარტნიორებს შორის ინტერესები სცდება და ყველაფერში ეს ინტერესები 100%-ით არ ემთხვევა. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ბალტიის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოწოდებები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ეს არის ის საკითხი, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა და ამაში არც კატასტროფაა რამე და არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები საერთოდ აღარ არსებობს. თუმცა ამ ინტერესებმა გარკვეული დისონანსი შემოიტანა ჩვენს ურთიერთობებში და ვხედავთ როგორ ხდება საქართველოზე ზეწოლა სხვადასხვა მეთოდებით და ფორმით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ესეც გადაივლის და ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს მუშაობა ევროკავშირის შიგნით, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.