ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„გამოძიება გაგრძელდება და იმ საკითხებს, რომელიც გამოძიების წინაშე დგას, ვიმედოვნებთ ყველაფერს ამომწურავი პასუხი გაეცემა. თუმცა, მთავარ კითხვას პასუხი უკვე გაეცა. კერძოდ იმას, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას გეგმავდა, ეს არის გიორგი მამლაძის რეალური სახე. იგი არის სასულიერო ანაფორას ამოფარებული ადამიანი. გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას გეგმავდა. ის უკანონოდ ინახავდა იარაღს“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
კომენტარები
