ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუს აქვეყნებს, “ექსკლუზივ ნიუსი” სტატუსის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინ როდესაც იბერიას ეთერში სააკაშვილის ფან კლუბის წევრს ელისო კილაძეს ვუთხარი სხვის შვილებს შეურაცხყოფას აყენებთქო, თავი გაიგიჟა არასდროს არაფერი მსგავსი არ გამიკეთებიაო. წარმოგიდგენთ იმ ბრალდების დამადასტურებელ მხოლოდ ერთ-ერთ მტკიცებულებას რომელზეც გუშინ ვსაუბრობდი იბერიას ეთერში. ის რასაც ეს ადამიანი თავის ფეისბუქგვერდზე წერს ამას არ იტყვის არც დედა, არც უბრალო ადამიანი, არც ჟურნალისტი და საერთოდ არავინ. მოსისხლე მტერის შვილებსაც კი სიკეთეს ვუსურვებ და მათ არასდროს არ შევხებივარ. კილაძე კი აი რას წერს თქვენც ხედავთ. ის რასაც კილაძე კადრულობს მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე და ნებისმიერ დანაშაულზე უფრო მძიმეა. ერთი წამით წარმოიდგინეთ თქვენ შვილებზე რომ დაეწერა მსგავსი ვინმეს. ამის შემდეგ ელისო კილაძისთვის უნდა დაიხუროს ყველა მედია საშუალების კარი, რადგან ის ადამიანი არ არის. თუმცაღა მსგავსად ცხოველებიც კი არ იქცევიან”, წერს მჟავანაძე.