თრუსოს ხეობაში დაკარგული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ისინი ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურს გუშინვე დაუკავშირდნენ, თუმცა მათ დასახმარებლად ამ დრომდე არავინ მისულა.
„მეგობრებთან ერთად ვიყავი ყელიწადის ტბაზე, გზა აგვერია და მოვხვდით ისეთ ადგილზე, ვეღარც წინ მივდივართ, ვეღარც უკან. დიდი ხევია, ერთი ადამიანი გვყავს ცუდად. სამაშველო სამსახურში გუშინვე დავრეკეთ, გადავეცით ჩვენი მდებარეობის მონაცემები, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა. გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“, – ამბობს ხეობაში ჩარჩენილი ერთ-ერთი გოგო.
კომენტარები