აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბზე თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა. ამის შესახებ ბარაკ ობამა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ადრეულ ეტაპზეა, ჩვენ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს, რათა განვაცხადოთ, რომ ეს იყო ტერორისა და სიძულვილის აქტი”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბარაკ ობამას განცხადებით, ორლანდოს ტრაგედია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი სროლაა.
კომენტარები