ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება, ხოლო დაკვამლიანება საგრძნობლად არის შემცირებული. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, რთული რელიეფის მიუხედავად, კვლავ ინტენსიურად მუშაობენ.
მიმდინარე სამუშაოებში, ასევე, ჩართულია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა – საქართველოს 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. „სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობს. პერიოდულად, შტაბის წევრები, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების დეტალურად შესწავლისა და ხანძრის ქრობისთვის ეფექტური გეგმის დასახვა-გაუმჯობესების მიზნით, საკონტროლო შემოფრენებს ახორციელებენ.
ტყის მასივის მიუვალ ადგილებში, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეუფერხებლად შესაყვანად, გზის გაჭრის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს“ – აცხადებენ შსსში.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერები არ შეინიშნება
2017/09/24 17:08:16
კომენტარები
ნანახია: 907 ჯერ