ომარ მატინი, რომელმაც ფლორიდის ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბ “პულსში” 49 ადამიანი მოკლა, ამ ღამის კლუბის ხშირი სტუმარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” ერთგულების გარდა, ომარ მატინმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა 2013 წლის ბოსტონის ტერაქტის მონაწილეებს ჯოჰარ და ტამერლან ცარნაევებს, ასევე “ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულ ამერიკელ თვითმკვლელს.
კომენტარები