თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 18 საათსა 24 წუთზე მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ მოქალაქემ გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გამოძახების მიზეზად საშუალო ასაკის მამაკაცის უგონო მდგომარეობა დასახელდა.
მისამართის მიღებიდან 8 წუთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო. პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ასეთი შემთხვევისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება.
რაც შეეხება ამ ფაქტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციას, ამასთან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა”,- ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები