მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში სახლში, „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტს თამაზ შავშიშვილს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს.
მისი თქმით, ჟურნალისტს აკრედიტაცია ჰქონდა უკრაინაში.
“პოროშენკო პუტინთან გარიგებაზე მიდის. ჩემი დაკავება პუტინს უნდა. ის, რომ პოროშენკო ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს ამას, ეს პუტინის თამაშია. ვაცხადებ, რომ აქ ნადირობენ იმ ხალხზე, ვინც რუსეთს ებრძოდა. ნადირობენ იმ ჟურნალისტებზე, ვინც რუსეთის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული. მე არ მეშინია შენი, პეტია! მე მაინც კუთხეში მივამწყვდევ ოლიგარქებს. უკრაინელ ხალხთან ერთად გავიმარჯვებ!“ – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები