სხვა ბევრი უბედურების კვალდაკვალ, რაც იმ რეჟიმმა გააკეთა ქვეყანაში, ეს იყო ერთ-ერთი სეგმეტი, რომელიც ჩვენ თავისუფლად რომ მივუშვათ, იქამადე მიგვიყვანს, რომ საერთოდ ფიზიკურად გადავშენდებით, არაფერი რომ არ ვთქვათ მორალურ გადაშენებაზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა მიმდინარეობს.
“სააკაშვილის რეჟიმმა საერთოდ გააუქმა ყველანაირი რეგულაცია და ეს საკითხი მიუშვა თავისუფალ დინებაში და ძალიან კარგად იცოდა მან, რა მოჰყვებოდა ამას. სხვა ბევრი უბედურების კვალდაკვალ, რაც იმ რეჟიმმა გააკეთა ქვეყანაში, ეს იყო ერთ-ერთი სეგმეტი, რომელიც ჩვენ თავისუფლად რომ მივუშვათ, იქამდე მიგვიყვანს, რომ საერთოდ ფიზიკურად გადავშენდებით, არაფერი რომ არ ვთქვათ მორალურ გადაშენებაზე. ამიტომ ამ რეგულაციების გაუქმება, რომელიც თავი და თავია იმ დიდი უბედურების დასაწყისისა, რომლის შედეგებსაც ჩვენ ახლა ვიმკით, სწორედ ამას უნდა მოვუაროთ. ძალიან კარგი ინიციატივა წარმოადგინა ფინანსთა სამინისტრომ. ჩვენ ამ თემაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. პირადად მე, 2014 წლიდან პირადად ვმუშაობ ამ საკითხზე ლევან იზორიას დავალებით, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრია, თუმცა მაშინ იყო შს მინისტრის მოადგილე და მე, როგორც მისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამ საკითხზე მუშაობა დამევალა. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან დიდი კვლევა.
ადამიანებს, რომლებსაც მეტი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ეს თანხა მოიპოვონ, მიდიან დანაშაულზე. მათ შორის საზღვარგარეთ ჩატარებული გამოკვლევებით, დადგენილია, რომ დაახლოებით 50-55% სათამაშო ფულიდან მოდის დანაშაულებრივ საქმიანობაზე. ეს არის ქურდობა, თაღლითობა და ა.შ. ძირითადად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებიდან მოდის ეს თანხა.
მე მივისმინე ისეთი საშინელი შემთხვევები, როგორიცაა, რომ მძინარე მეუღლეს თითზე ქორწინების ბეჭედი ადამიანმა გამოაძრო, წავიდა, დაალომბარდა და იმით ითამაშა. ამაზე მეტი დაცემა, დეგრადირება და ამაზე მეტი უბედურება, რა შეიძლება ადამიანს დაემართოს დანახარჯებსა და ფინანსურ ნაწილზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველა ჩვენგანის გარშემო არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ამის მსხვერპლია და სახელმწიფომ უნდა აიღოს სწორედ ეს პასუხისმგებლობა, რომ ჩარჩოებში მოაქციოს. ეს ჩარჩოები არის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ნულამდე არსად არაა დასული თამაშების რაოდენობა, თუმცა მე ძნელად მინახავს ქვეყანა, სადაც ასეთი მასობრივი ხასიათი ჰქონდეს მიღებული ამ უბედურებას. სწორედ სამართლებრივი ჩარჩოების, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის დამსახურებაცაა ეს. ჩვენ ვკარგავთ უბრალოდ ადამიანებს ამ ზღვარგადასული თამაშების გამო. ვკარგავთ ადამიანებს, რადგან ისინი მუდმივად ფიქრობენ, საიდან და როგორ მოიტანონ ფული იმისთვის, რომ ითამაშონ, ხდებიან შრომისუუნაროები“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.