თბილისში, სამართალდამცავები უკვე ერთი კვირაა, 19 წლის ანდრო ქობალავას ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ვარკეთილის დასახლებიდან ე.წ. ზღვის ქალაქიდან 10 ნოემბერს გავიდა. მან საცხოვრებელი სახლი 22:00 საათზე დატოვა. იმ დღის შემდეგ ანდრო ქობალავას კვალს ოჯახმა ვერსად მიაგნო.
ერთ-ერთი ვერსიით, ქობალავამ ტაქსი გააჩერა და ოჯახისთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
კომენტარები