თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ახალ თანამდებობაზე მისი პირველი რიგის ამოცანა ბაღებში თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება, ახალი ბაღების მშენებლობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და ბაღების ინსტიტუციური განვითარება იქნება.
„მე ვიყავი ეკონომიკური სამსახურის უფროსი მერიაში. დღეს ჩემი პირველი დღე არის, გავერკვევი ყველა არსებულ პრობლემაში და აქედან გამომდინარე კონკრეტულ გეგმებს და ამოცანებს დავსახავ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
კომენტარები