ამ წუთებში ორგანიზაცია „ამბრელას“ წევრის, ლუკა ფეიქრიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.
ლუკა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს უკავშირდება.
“ჩემი სახლის ჩხრეკა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ადგილზე სამართალდამცავები სასამართლოს დადგენილებით გამოცხადდნენ, ისინი ამოწმებენ ჩემს პირად კომპიუტერს, მეხსიერების ბარათებს და სხვა ტექნიკას“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.
კომენტარები