არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცის დროს, კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა, თუმცა ამ ადამიანის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
არსებობს ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარება რამდენიმე ადამიანს კიდევ დასჭირდა, თუმცა უცნობია ვინ არიან დაშავებულები და სად გადაიყვანეს ისინი.
სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია. რამდენიმე ათეულმა ჯავშანტრანსპორტმა დატოვა სპეცოპერაციის ადგილი.
ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ სამართალდამცავები, ადგილზე აღარ იმყოფებიან სპეცრაზმელები.
კომენტარები