თქვენთან ერთად, ჩვენ მომავალში ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ძალიან სერიოზული გარდაქმნები, რამეთუ გავხდეთ კიდევ უფრო ეფექტურები და კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან, – ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს.
“თქვენ ხართ სახე – შინაგან საქმეთა სამინისტროს სახე, რამეთუ, თქვენ ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ეს სახე უნდა იყოს თანამედროვე, რეფორმებზე ორიენტირებული და, რა თქმა უნდა, ეს სახე უნდა იყოს პრევენციაზე ორიენტირებული პოლიციის სახე, ამიტომ თქვენთან ერთად, ჩვენ მომავალში ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ძალიან სერიოზული გარდაქმნები, რამეთუ, გავხდეთ კიდევ უფრო ეფექტურები და კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ უმოკლეს ვადებში, გააზრებულად, შინაარსობრივად და ეს სახე კიდევ უფრო მისაღები და მეგობრული გახდება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. კოლეგებო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მიღწევები, ასევე გეგმების შესრულება, კონკრეტულ ადამიანებთანაა დაკავშირებული. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი იქნება ამ დიდი გამარჯვებების ნაწილი, რომელიც ჩვენ წინ გველის”, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარია პოლიციელებს: ძალიან დიდი გეგმები გვაქვს
2017/11/23 13:06:41
კომენტარები
ნანახია: 1141 ჯერ