„ეს არის უწმინდესის და უნეტარესის გადაწყვეტილება და ჩვენ ბუნებრივია, უდიდეს პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მესაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არის ეკლესიის და პატრიარქის საქმე. ეს არის უწმინდესის და უნეტარესის გადაწყვეტილება და ჩვენ ბუნებრივია, უდიდეს პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.
ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1993 წლის 5 იანვარს ბერად აღიკვეცა.
1995 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს. ხოლო 1996 წლის 6 მაისს – მღვდლად. ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, მთავარეპისკოპოსად – 2009 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტად ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 2 აგვისტოს.
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდესის გადაწყვეტილებას
2017/11/23 16:21:26

ნანახია: 1043 ჯერ