პროკურორის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
როგორც ტერორიზმის ბრალდების საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ აღნიშნა, გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული.
„ბრალდებულს ბრალად ედება, რომ მან ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა“, – განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, რომელ ორგანიზაციაში იყო ეს პირი გაწევრიანებული და სად იგეგმებოდა დანაშაული, პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს გამოძიების ინტერესი და მიზანშეუწონელია, რომ ეს ინფორმაცია გამჟღავნდეს.