შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს მოინახულებს.
დავით სერგეენკო ბათუმში უკვე ჩავიდა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება.
ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.
უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – მძიმე არც ერთი არ არის. 6 პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო 2 პაციენტი – მედცენტრში.
დაშავებულებს შორის, რომლებიც საავადმყოფოებში რჩებიან, სამი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 1 მეხანძრე-მაშველი, 4 თურქეთის და ერთი ისრაელის მოქალაქეა.
დავით სერგეენკო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულებს მოინახულებს
2017/11/25 13:40:26

ნანახია: 1234 ჯერ