ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განუცხადა.
„დღეის მდგომარეობით არ აღიარებს. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. აქედან გამომდინარე, რა განუცხადა მან გამოძიებას, ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ ისევ და ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განმარტა პროკურორმა.
კომენტარები