ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ მიემართება.
სააკაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
”მინდა ვუთხრა დედაჩემს, სანდრას, ნიკუშას, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ამათ ყოფას ვუტირებთ ადრე თუ გვიან – ყველა ოლიგარქს, ყველა ხალხის მძარცველსა და დამამაცირებელს უკრაინასა თუ საქართველოში. ფარჩაკებია ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვს საქმე. მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკარაინელ ხალხთან ერთად. ნახეთ, როგორ დამიდგნენ უკრაინელები. უიარაღოდ დაუპირისპირდნენ პრეზიდენტის შეიარაღებულ პირად გვარდიას, რომელმაც უშიშროების სამსახურთან ერთად ჩემი დაკავების ოპერაცია განახორციელა“, – განაცხადა სააკაშვილმა.