ოჯახური ძალადობის შემზარავი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. შემთხვევა 10 ივნისს მოხდა, ბათუმთან ახლომდებარე სოფელში. 27 წლის ნინა ტ.-ს ყოფილმა ქმარმა არკადი ტ-მ ბასრი საგნით თავის არეში უმძიმესი ჭრილობები მიაყენა, სცემა და ღამე ქუჩაში უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად მომაკვდავი დატოვა.
ძალადობის მსხვერპლი გამვლელებმა დილით უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. თავის არეში მრავლობითი დაზიანებების გამო ქალი ურთულეს მდგომარეობაში რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ის სამი დღის წინ მოვიდა გონს და რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს.
AMBEBI.GE-ს კორესპონდენტს მან თავად უამბო თავისი ისტორია. ნინა 14 წლის იყო, როცა მასზე 7 წლით უფროსმა მამაკაცმა მოიტაცა. პირველი შვილი 16 წლისას გაუჩნდა. სულ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – 11, 8 და 6 წლის. ქალი ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და შვილებთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა. ნინა ამბობს, რომ მეუღლესთან ცხოვრება მისი ეჭვიანობის გამო შეუძლებელი იყო და ვეღარ შეძლო მის ხასიათთან შეგუება.
www.ambebi.ge