საქართველოში ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე საკმაოდ მკაცრი კანონი გვაქვს, რომელიც კანონობს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა,რითიც უკრაინიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დეპორტაციის საკითხის გამოეხმაურა.
დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ შს სამინისტრო და შესაბამისი უწყებები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
”ჩვენ საქართველოში, ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე გვაქვს საკმაოდ მკაცრი კანონი, რომელიც კანონობს. აქედან გამომდინარე, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები მოახდენენ იმ რეაგირებას, რაც გაწერილია კანონით, რომ თუ პირი ქურდული სამყაროს მიმდევარია, მას აუცილებლად დააკავებენ საქართველოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, მეტსახელად „სვანი“ პოლიციამ ოდესის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე წერს. მისივე ცნობით,დავით გერლიანის საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა.
“ჩვენ საქართველოში, ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე გვაქვს საკმაოდ მკაცრი კანონი”
2016/06/19 21:32:45
ნანახია: 2133 ჯერ