ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ტერაქტი მოხდა, შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. Associated Press-ის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მიკროავტობუსში თავი აიფეთქა. პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა ნეპალის მოქალაქეა, რომელიც ავღანეთში კერძო კომპანიაში მუშაობდა.
კომენტარები