ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სასამართლო დარბაზში დარბაზში დამსწრე ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პაპიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბრადებული ომარ ქაფიაშვილის ძმას, მალხაზ ქაფიაშვილს შეკითხვას უსვამდა.
„ჩემს შვილზე ამ ადამიანს დიდი ამაგი აქვს და ამას არასოდეს დავუკარგავ. დედასთან მომიწია ხმის აწევა და ამას ძალიან განვიცდი“, – აღნიშნა მაგდა პაპიძემ, რა დროსაც დარბაზში მჯდომი ერთ-ერთი პირი წამოდგა და მას გინება დაუწყო.
მამაკაცი სასამართლო დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. მეორედ კი მაგდა პაპიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ბრალდებული „ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებთან გატარებულ „ლამაზ დღეებს“ იხსენებდა.
კომენტარები