თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემის ფაქტს გულისხმობს.
გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ სასამართლოში, სადაც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედასა და დას და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს.
როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა. ფიზიკური დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.
შსს-მ სასამართლოში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
2016/06/20 16:15:19
ნანახია: 1494 ჯერ