სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში “ახალი საქართველოს” მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება.
“დღეს სამოქალაქო პლატფორმა „ახალმა საქართველომ“ გაავრცელა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იუსტიციის სახლში, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ წერილის ჩაბარების პროცესის ვიდეოგადაღებას აწარმოებდა. ვაცხადებ, რომ აღნიშნული პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი არასდროს არ ყოფილა და არც ამჟამად არის. გირჩევდით, რომ სანამ მსგავს ინფორმაციას და განცხადებებს გაავრცელებთ, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაადამოწმეთ.”
კომენტარები