ქვემო ფონიჭალაში ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები