კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში პეკინის გამზირის, გამსახურდიას I, II კვარტლების, კოსტავას, ჭაბუკიანის და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი ზურგოვანის შარტავას და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, გეგეჭკორის და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელი-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კედიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მშველიძის, ხელოვანთა, შანდორ პეტეფის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, ჩხეიძის, პეტრიაშვილის და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და ბაშალეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.