თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით (მოსარჩელე: დავით ვაშაძე, მოპასუხე: დარეჯან ლიპარტელიანი; შპს ”ექსკლუზივ ნიუსი”, დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა; მორალური ზიანის ანაზღაურება) დავით ვაშაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ”ექსკლუზივ ნიუსი” ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აქვეყნებს აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტს: 1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ”ექსკლუზივ ნიუსს” EXCLUSIVE NEWS-ს, ამავე საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით, სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, შემდეგი სახით: თბილისის საქალაქო სასამართლომ, დავით ვაშაძის სარჩელის საფუძველზე განხილული სამოქალაქო საქმის განხილვის შედეგად, 2017 წლის 26 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს, საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” ვებგვერდზე (www.exclusivenews.ge), დარეჯან ლიპარტელიანის სტატიის, სახელწოდებით _ ”გიორგი ვაშაძის ძმა ”გათხოვდა”?!”, გამოქვეყნებით გავრცელებული შემდეგი ინფორმაცია _ ”ვაშაძესა და ჩ-ძეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებას არ დაემალონ. ამიტომ გ-ა ჩ-ძემ ვაშაძესთან ურთიერთობა ”დააკანონა” და დღეს ისინი ერთად ცხოვრობენ. მოკლედ, გიორგი ვაშაძეს ძმა ”გაუთხოვდა”, _ არის ცილისმწამებლური და დავით ვაშაძის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება”.
მას შემდეგ, რაც საიტზე გამოქვეყნდა ხსენებული სტატია, მთლიანად შეიცვალა”ექკლუზივ ნიუსი”- ს საიტის პროგრამა, რაც გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კარგა ხანია უკვე, არსად არ არსებობს, ხსენებულ საიტზე დავით ვაშაძისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ, არანაირი ინფორმაცია. ამჯერად, საინფორმაციაო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” ემორჩილება და პატივს სცემს სასამართლო გადაწყვეტილებას, კონკრეტულად კი მოსამართლე ასმათ კოხრეიძის გადაწყვეტილებას, რაც ამ სტატიის გამოქვეყნებით დასტურდება..