“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს.
“26 ივნისს 17:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა #2), გაიმართება პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა.
ყრილობის გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გთხოვთ ჟურნალისტის/ოპერატორის/ფოტოგრაფის სახელიდა გვარი წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press41gd@gmail.com.
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 23 ივნისი 18:00 საათი. სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა 2016 წლის 24 ივნისს პარტიის ცენტრალურ ოფისში: თბილისი, ერეკლე II-ს მოედანი #3. მედიის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს სამსახურებრივი მოწმობა”.
კომენტარები