მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე მცირე განმარტებას აკეთებს, თუ რატომ გაამტყუნა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი.
“მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით გასცა დაპირება, რომ სასჯელის მიუხედავად, თუ რა დაენიშნებოდა მსჯავრდებულებს სასამართლოს მიერ, შეიწყალებდა მათ”, – განმარტა მოსამართლემ.
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.