კალიფორნიის სამხრეთ სანაპიროზე ტყის მასივს ცეცხლი 4 დღის წინ გაუჩნდა და მისი გავრცელების არეალმა 900 ჰექტარზე მეტი შეადგინა.
სტიქიასთან გამკლავებას 2 ათასამდე მაშველი ცდილობს. ტყეები სან დიეგოდან 50 კილომეტრის დაშორებით, მექსიკის საზღვრის ჩრდილოეთით იწვის.
ქალაქ პოტრეროდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზად რეკორდულად მაღალი სიცხე სახელდება.
კომენტარები