რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის, შპს ,,ერთობის” ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, რომლის ცხედარიც სამუშაო კაბინეტში ნახეს.
გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები