ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროკურატურას საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს ეროსი კიწმარიშვილის საქმის შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
„პროკურატურას საკმარისზე მეტი საფუძველი ექნება იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო. ეს არ არის რიგითი უწყება, ეს არის პროკურატურა, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს პროკურატურას ამ საქმის შეწყვეტისთვის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა. პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვეტა.
კომენტარები