სამშაბათს, 23 იანვარს 11:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა № 10ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. ინფორმაციას შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.
კომპანია ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.
კომენტარები