კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 29 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
დიდგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფლების ტაბახმელას და შინდისის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის, სავანელის, გერგეთის და შხეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანკტ-პეტერბურგის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და რთველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, ჩახავას, ჩხეიძის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.