თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბაგა-ბაღები იხურებოდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კი ბაღები შენდება. ირაკლი ზარქუა საკრებულოს სხდომაზე, თბილისის ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.
ზარქუას თქმით, ავარიული შენობები არის, მაგრამ გადაწყვეტილება აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ მყისიერად იქნა მიღებული.
რაც შეეხება, ბაგა-ბაღებში კვების საკითხს, ირაკლი ზარქუას განმარტებით, კვებაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული 94 მილიონი ლარი 101 მილიონამდე არის გაზრდილი.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ კვებაზე ეკონომიას კი არ ვაკეთებთ, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, არამედ პირიქით, ამ მიმართულებით თანხებს ვზრდით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, ბაგა-ბაღებში კვების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი.
ირაკლი ზარქუა – ბაღებში კვების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
2018/01/26 16:32:48
ნანახია: 933 ჯერ