საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილეს ულოცავს.
”ელდარ შენგელაია ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო და განსაკუთრებული წარმომადგენელია.
ყველა ხელოვანი ეძებს თავის ხელწერას და სწორედ განუმეორებელი ხელწერით – სევდიანი იუმორით, თავისუფლების ძიებითა და თავისუფლებისაკენ სწრაფვით გამოირჩევა მისი შემოქმედება, რომელიც ძალიან შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა.
ასევე აღსანიშნავია მისი მონაწილეობა ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საზოგადოებრივ – პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართულებით.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას ქართული კინემატოგრაფიის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდაუზოგავი შრომისათვის.
ვუსურვებ ბატონ ელდარს მხნეობასა და ჯანმრთელობას!”– ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში.
კომენტარები